top of page
023A7978.jpg
023A7978.jpg

ანუკის ტრენინგები

თუ ქორწილის ორგანიზატორობა შენი ოცნების პროფესიაა 

 

თუ გაინტერესებს როგორ ვგეგმავთ და ვაორგანიზებთ ასეთ განსხვავებულ და მასშტაბურ პროექტებს 

 

აქ ნახავ ინფორმაციას ჩემი საავტორო ტრენინგ კურსის შესახებ  “როგორ გავხდე წარმატებული ქორწილის ორგანიზატორი”

 

კურსი მოგცემს საშუალებას სიღრმისეულად შეისწავლო ეს პროფესია და დასაქმდე ამ სფეროში, როგორც ჩვენთან ასევე ითანამშრომლო სხვა კომპანიებთან და ააწყო კარიერა.

464 Karolina & Bagrat (Roman-Ivanov.com).jpg

კურსიდან გაიგებ:

  • ვინ არის ქორწილის ორგანიზატორი?

  • როგორია ქორწილის დაგეგმვის პროცესი და რას ვაკეთებთ უშუალოდ ქორწილის დღეს

  • ვინ არიან კონტრაქტორები? მათთან მუშაობის სპეციფიკა

  • როგორია პირველი შეხვედრა წყვილთან?

  • რამდენი ეტაპისგან შედგება ქორწილის სამზადისი?

  • რა შეცდომები არ უნდა დაუშვას ქორწილის ორგანიზატორმა?

  • როგორ უნდა დაგეგმო გრანდიოზული ღონისძიებები?

  • რა სირთულეებს შეიძლება წავაწყდეთ დაგეგმვის პროცესში და ქორწილის დღეს?

 რამდენ ხნიანია სწავლა? 

ტრენინგი არის 4 დღიანი, ჯამში 8 საათი. 1 შეხვედრა მიმდინარეობს 2 საათი, 15 წუთიანი შესვენებით. ტრენინგის პირველი ორი ლექცია ტარდება მიყოლებით, შემდეგ 1 დღე შევისვენებთ და ვაგრძელებთ მომდევნო ორ დღეს.

სად ტარდება ტრენინგი? 

ტრენინგი ტარდება ჩვენს კომფორტულ ოფისში. ასევე შესაძლებელია გაიაროთ კურსი ონლაინ. 

გაიცემა თუ არა სერთიფიკატი?

დიახ, კურსის გავლის შემდეგ გადმოგეცემათ სერთიფიკატი

კურსის გავლის შემდეგ გვასაქმებთ? 

კურსის გავლა ავტომატურად დასაქმებას არ გულისხმობს, არც ჩვენთან და არც სხვა რომელიმე კომპანიაში

 

თუმცა გვაქვს შემთხვევები როცა მოგვწონს მოსწავლე, გამოცდაც წარმატებით ჩააბარა და უცხო ენებსაც კარგად ფლობს, ასეთ დროს პერიოდულად მიგვყავს ქორწილში კოორდინატორად

რა ღირს კურსი? 

4 დღიანი ტრენინგის ფასია 700 ლარი

თანხას წინასწარ ვიხდით? 

დიახ, ჯგუფში ადგილის დასაჯავშნად იხდით თანხის 50%-ს, ხოლო დარჩენილ თანხას კურსის დაწყებისას

 4 დღე საკმარისია? 

ეს არის თეორიული კურსი, სადაც ეცნობით ქორწილის ორგანიზატორის პროფესიას, ნიუანსებს. თეორიისთვის 4 დღე სრულიად საკმარისია. დანარჩენ დეტალებს გაეცანით კურსის პროგრამაში

ეს დიზაინის კურსია?

ეს არ არის დიზაინის კურსი, ჩვენ არ ვასწავლით გაფორმებას, ფლორისტიკას, დეკორს. 

 

ჩვენ ვასწავლით ქორწილის ორგანიზატორის პროფესიას, სანამ გაივლით კურსს, გთხოვთ კარგად გაეცანით შემადგენლობას

გაფორმებას პრაქტიკა არ ჭირდება?

როგორც აღვნიშნეთ ეს არ არის დიზაინის კურსი, შესაბამისად ქორწილის ორგანიზატორის თეორიული კურსი არ გულისხმობს პრაქტიკას, გარდა იმ შემთხვევებისა როცა შერჩეული სტუდენტები მიგვყავს კოორდინატორად. 

რას მივიღებ კურსის გავლის შემდეგ?

ზღვა ინფორმაციას! წაიღებთ ისეთ ცოდნას,რასაც სხვაგან ვერსად გაიგებთ. ისწავლით თუ როგორ იგეგმება ქორწილები, ბიუჯეტის, შეთავაზების გაკეთებას, რა დეტალებისგან შედგება ქორწილი და სხვა ბევრ ინფორმაციას 

როგორ უნდა დავრეგისტრირდე კურსზე?

რეგისტრაციისთვის უნდა გადახვიდეთ საიტზე მითითებულ ბმულზე, შეავსოთ ინფორმაცია, შემდეგ მიიღებთ მეილზე რეკვიზიტებს, და თანხის ჩარიცხვის შემდგომ დაჯავშნით ადგილს. 

რამდენი მონაწილეა თითო ჯგუფში?

ჯგუფში მაქსიმუმ 5-7 სტუდენტი ესწრება, გვქონია შემთხვევები 9-10, მაგრამ 7 ზე მეტი ვცდილობთ არ ჩავსვათ. კურსზე მოთხოვნა დიდია, და ტარდება მხოლოდ წელიწადში რამდენჯერმე.

Section Title

This is a Paragraph. Click on "Edit Text" or double click on the text box to start editing the content and make sure to add any relevant details or information that you want to share with your visitors.

ადგილების რაოდენობა

ტრენინგზე  მონაწილეების რაოდენობა შეზღუდულია, თითო ჯგუფში გვაქვს მხოლოდ 5-7 ადგილი!

კურსის ხანგრძლივობა

კურსი ტარდება 4 დღის განმავლობაში, ჯამში 8 საათი, და მოიცავს თეორიულ ნაწილს და გამოცდას.

კურსის
ღირებულება

კურსის ღირებულებაა შეადგენს 

700

ლარს

როგორ დავრეგისტრირდე

Რეგისტრაცია ხდება წინასწარ, რადგანაც ადგილები ჯგუფებში ძალიან სწრაფად ივსება აუცილებელია წინასწარი ჯავშნის გაკეთება, რაც გულისხმობს თანხის 50% ჩარიცხვას

DK2_8860.jpg

Be the first to know

აქ შეგიძლია გაიარო რეგისტრაცია, დაგვიტოვო საკონტაქტო ინფორმაცია, სადაც მიიღებ რეკვიზიტებს და დასტურის წერილს, ასევე იმ ინფორმაციას თუ რომელ ჯგუფში შეძლებ მოხვედრას.

 

 

უფრო მეტ ინფორმაციას კურსის შემადგენლობის შესახებ კი აქ გაეცნობი

bottom of page