top of page
492 Karolina & Bagrat (Roman-Ivanov.com).jpg

რა ღონისძიებებს ვაკეთებთ ქორწილების გარდა?

გვიხარია გაცნობოთ, რომ ჩვენი სერვისები გაფართოვდა და ახლა გთავაზობთ კორპორატიული ღონისძიებების, დაბადების დღის, ნათლობისა და სხვა განსაკუთრებული დღისთვის შექმნილ ღონისძიებებს.

 

ჩვენი მრავალწლიანი გამოცდილება და დახვეწილი გემოვნება საშუალებას გვაძლევს, თითოეული ღონისძიება ვაქციოთ უნიკალურ გამოცდილებად, რომელიც თქვენს მოლოდინებს აღემატება. ჩვენთვის მთავარია, რომ თითოეული დეტალი ზუსტად ერგებოდეს თქვენი ღონისძიების კონცეფციას და ხასიათს.

 

თუ გსურთ, რომ თქვენმა კორპორატიულმა ღონისძიებამ შთაბეჭდილება მოახდინოს სტუმრებზე, შექმნათ ჯადოსნური დაბადების დღის ან ნათლობის წვეულება, ჩვენი გუნდი თქვენს თითოეულ სურვილს რეალობად აქცევს. განსაკუთრებული ყურადღებით ვეკიდებით თითოეულ დეტალს, რათა თქვენი ღონისძიება გახდეს დაუვიწყარი, დახვეწილი და უნიკალური.

სრულყოფილი ივენთის ორგანიზებისთვის ჩვენ გთავაზობთ შემდეგ მომსახურებებს:

კვება და სასმელები

ვთანამშრომლობთ წამყვან ლოკაციებთან და კვების კომპანიებთან, ვქმნით დახვეწილ მენიუს, როგორც ქართულს ასევე ევროპულს, თქვენს სტუმრებზე მორგებულ შეთავაზებას. დამატებით გთავაზობთ ორიგინალურ გადაწყვეტებს საკონდიტრო მიმართულებით, ტორტს კომპანიის კონცეფციაზე მორგებით.

ფოტო-ვიდეო მომსახურება

ჩვენი პარტნიორი პროფესიონალი ფოტოგრაფები და ვიდეოგრაფები აფიქსირებენ თითოეულ მნიშვნელოვან მომენტს, რათა ეს დღე და მოგონებები ყოველთვის ცოცხლად შეინარჩუნოთ.

პროფესიონალური განათება და გახმოვანება

სწორად შერჩეული განათება ღონისძიების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ატრიბუტია, რომელიც კიდევ უფრო მეტ ხიბლს სძენს საღამოს პროგრამას და გამოკვეთავს დეკორაციებს. პროფესიონალური აპარატურა კი საჭიროა არტისტების კომფორტის შესაქმნელად. 

გაფორმება და დეკორაცია

მოგეხსენებათ ეს ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარეა, შესაბამისად თქვენი ღონისძიების თემისა და სტილის მიხედვით ვარჩევთ დეკორაციებს, რომლებიც ქმნიან უნიკალურ და დაუვიწყარ გარემოს.

მუსიკა და შოუ პროგრამა

ვქმნით შესაფერის ატმოსფეროს შესაბამისი მუსიკისა და შოუ-პროგრამის დახმარებით, რაც სტუმრებს დამატებით შთაბეჭდილებას და მუხტს აძლევს.

პროფესიონალი წამყვანი და

ღონისძიების უნიკალური სცენარი

განსხვავებულ და დასამახსოვრებელ საღამოს ჭირდება ჰარმონიული სცენარის შედგენა, რომელიც მორგებული იქნება თქვენი კომპანიის მახასიათებლებზე. პროფესიონალი წამყვანი კი უფრო მეტად გამოკვეთავს მნიშვნელოვან მოვლენებს და დასვამს სწორ აქცენტებს

რა ღონისძიებებს გთავაზობთ?

თითოეული ღონისძიება როგორც ჩვენთვის ასევე თქვენთვის  უნიკალური გამოცდილებაა და ჩვენი მიზანია, რომ შევქმნათ განსხვავებული მოგონებები

5bfdb9997230debec7278fa47048ebd9.jpg

კორპორატიული ღონისძიება

  • ლოკაციის შერჩევა, ვახშმის მენიუ, ფურშეტი, სასმელები, ტორტი

  • მუსიკალური პროგრამა (დიჯეი, ბენდი, ცნობილი არტისტები, მოცეკვავეები)

  • კომპანიის სტილზე მორგებული გაფორმება და დეკორაცია

  • ბეჭდური მასალები

  • ფოტო/ვიდეო გადაღება

  • ღონისძიების წამყვანი 

  • პროფესიონალური აპარატურა და განათება

ღონისძიების სრული ორგანიზება და მენეჯმენტი, პერსონალის შერჩევა, ღონისძიების სცენარის შემუშავება, სტუმრების დახვედრა, პროგრამის კონტროლი.

 

ღონისძიების ჯამური ღირებულება 100 პერსონაზე - 50,000 ლარიდან ჩვენი კომპანიის ჰონორარის ჩათვლით

206AA2C8-6DFE-410C-ACA9-19CECF871C25_Original.jpg

დაბადების დღე

  • ლოკაციის შერჩევა, ვახშმის მენიუ, ფურშეტი, სასმელები, ტორტი

  • მუსიკალური პროგრამა: დიჯეი, აპარატურა

  • განსხვავებული გაფორმება და დეკორაცია

  • ფოტო/ვიდეო გადაღება

  • ფეიერვერკი/შუშხუნები/კონფეტი

 

ღონისძიების სრული ორგანიზება და მენეჯმენტი, პერსონალის შერჩევა, ღონისძიების სცენარის შემუშავება, სტუმრების დახვედრა, პროგრამის კონტროლი.

 

ღონისძიების ჯამური ღირებულება 50 პერსონაზე - 15,000 ლარიდან ჩვენი კომპანიის ჰონორარის ჩათვლით

448886515_1000655592066240_4516896217823433391_n.jpg

ნათლობა

  • ლოკაციის შერჩევა, ვახშმის მენიუ, ფურშეტი, სასმელები, ტორტი

  • მუსიკალური პროგრამა: დიჯეი, აპარატურა

  • განსხვავებული გაფორმება და დეკორაცია

  • ფოტო/ვიდეო გადაღება

  • ფეიერვერკი/შუშხუნები/კონფეტი

ღონისძიების სრული ორგანიზება და მენეჯმენტი, პერსონალის შერჩევა, ღონისძიების სცენარის შემუშავება, სტუმრების დახვედრა, პროგრამის კონტროლი.

ღონისძიების ჯამური ღირებულება 50 პერსონაზე - 15,000 ლარიდან ჩვენი კომპანიის ჰონორარის ჩათვლით

WhatsApp Image 2024-11-15 at 16.13.01.jpeg

ხელის თხოვნის ცერემონია

  • ლოკაციის შერჩევა, ფურშეტი

  • ფონური მუსიკა

  • განსხვავებული გაფორმება და დეკორაცია

  • ფოტო/ვიდეო გადაღება

  • ფეიერვერკი/შუშხუნები

 

ღონისძიების სრული ორგანიზება და მენეჯმენტი, პერსონალის შერჩევა, ღონისძიების სცენარის შემუშავება, სტუმრების დახვედრა.

 

ღონისძიების ჯამური ღირებულება 10 პერსონაზე - 5,000 ლარიდან ჩვენი კომპანიის ჰონორარის ჩათვლით

4b911cc3aaedb13dd3a04e08085e966d.jpg
0d1a8621bdec8e9c2dadd60669f4a300.jpg
5fc7d8f229cd2353f4ca657bf757c050.jpg
64377fa5a54b9a70dfedc639ab8eba3b.jpg
04136360245785821bd0f9c840d6ada7.jpg
745b3a817f4a7b46a064df0de70f6622.jpg
ec058e280d3dad1d26fb3df5ae0db894.jpg
0ea2f6db13dc9c5063c52b72fda305b3.jpg
bottom of page