top of page
DJI_0923.jpg

ჩვენი კომპანიის მომსახურებაში შედის ღონისძიების სრული ორგანიზება, რაც მოიცავს ქორწილის შემადგენელი პუნქტების დაგეგმვას, კონტროლს, მენეჯმენტსა და ლოგისტიკას მთელი საქართველოს მასშტაბით.

პირველ რიგში, გეტყვით იმას, რომ ჩვენ ვმუშაობთ მხოლოდ პრემიუმ ქორწილებზე, შესაბამისად, ვაკეთებთ მხოლოდ განსაკუთრებულ, განსხვავებულ და დასამახსოვრებელ დიზაინსებსა და პრემიუმ ორგანიზებას.

 

ეს იმას ნიშნავს, რომ არ ვიმეორებთ უკვე გაკეთებულს, ჩვენი მიზანი არ არის გამოვიყენოთ ის რაც გვაქვს, არამედ პირიქით, შევქმნათ ახალი და თითოეულ წყვილს შევთავაზოთ ინდივიდუალური კონცეფცია, რადგანაც გვჯერა რომ ყველა ქორწილი უნდა შეეფერებოდეს წყვილის სურვილებსა და ახდენდეს მათ ოცნებებს, იყოს ისეთივე უნიკალური, როგორიც მათი სიყვარულის ისტორიაა.

 

 თუ თქვენც ასეთ ქორწილზე ოცნებობთ და გინდათ, რომ დაუვიწყარი მოგონებები შექმნათ, მაშინ სწორად მოგვაგენით!

რა ღირს ჩვენი ქორწილები?

2023.09.30 Свадьба Алексей и Мари 0344.jpg
ქორწილის დიზაინი, გაფორმება, კონცეფციის შემუშავება

რაც შეეხება ფასებს, გამოცდილებიდან გამომდინარე გვაქვს საწყისი ზღვარი, რის ქვემოთაც ვერ ვაკეთებთ ქორწილს, რადგანაც ფიზიკურად ვერ მივიღებთ იმ ხარისხს რაც ჩვენს კომპანიას და დამკვეთს შეეფერება

გაფორმების შეკვეთის შემთხვევაში, ჩვენ ვეხებით ყველა ზონას და ყველა დეტალზე განსაკუთრებულად ვზრუნავთ, შესაბამისად ჩვენს შეთავაზებაში შედის

 

  • სიძე/პატარძლის მაგიდის გაფორმება, უკანა ფონის დეკორი

  • ჭერის გაფორმება საცეკვაო მოედნის თავზე, განათებებით, ქსოვილით, ყვავილებით, განსხვავებული დეკორით

  • იატაკის დაგება საცეკვაო მოედნის ტერიტორიაზე (თუ ამას სივრცე მოითხოვს) 

  • სტუმრების მაგიდების გაფორმება: მაღალი ან დაბალი სადგამები ყვავილით ან დეკორის სხვა ელემენტებით, შანდლები

  • განსხვავებული გადასაფარებლები და ხელსახოცები ქორწილის სტილის და ფერთა გამის შესაბამისად

  • განსხვავებული სტილის სკამები (თუ ადგილზე არ არის შესაფერისი და არ მოგვეწონება) 

  • ხელისმოწერის ცერემონიის თაღი (განსხვავებული ფორმისა და სტილის)

  • შესასვლელი ბილიკის გაფორმება ყვავილებით, სხვა დეკორის ელემენტებით

  • პოდიუმი და ბილიკი ამაღლებით ან მის გარეშე

  • Welcome ზონის გაფორმება: ბარის მაგიდის კომოპოზიცია, ბარის ან ლაუნჯ ზონის ავეჯი

  • სტუმრების სიის დაფა დეკორით

  • აქსესუარების ზონა (პოლაროიდი, სურვილების ალბომი, სხვა)

  • Welcome დაფა წყვილის სახელებით, სარკე ტექსტით

  • შამპანურის პირამიდა

  • ბეჭდური მადლობის ბარათები თეფშებზე ქორწილის სტილის შესაბამისად, მაგიდის სანომრეები, მენიუს ბეჭდური ვერსია

  • პატარძლის თაიგული და სიძის ბუტონერი

*ყველა ჩამოთვლილი ინვენტარი ჩვენს საკუთრებაშია და გვაქვს მრავაფეროვანი არჩევანი როგორც სკამების, ასევე ჭურჭლის და ტექსტილის რასაც ვარჩევთ კატალოგიდან, ასევე გვაქვს შოურუმი სადაც ადგილზე ხედავთ ყველაფერს. განსხვავებული ფერის და სტილის შერჩევის შემთხვევაში დეკორი იქმნება პერსონალურად თქვენთვის თქვენი ქორწილის ფერთა გამაზე და კონცეფციაზე მორგებით

2023.09.30 Свадьба Алексей и Мари 0344.jpg

თქვენი ოცნების ქორწილის გაფორმების ღირებულება

   50 სტუმრამდე  -  5,000 ლარიდან
 50-100 სტუმარი  -  10,000 ლარიდან
100-150 სტუმარი  -  15,000 ლარიდან
150-200 სტუმარი  -  20,000 ლარიდან
200-300 სტუმარი  -  25,000 ლარიდან
   300+ სტუმარი  -  30,000 ლარიდან
 
*საბოლოო ფასი დამოკიდებულია დიზაინის სირთულეზე, ლოკაციაზე, შერჩეულ სტილზე, ქორწილის მასშტაბზე და კონცეფციაზე

ქორწილის სხვა მომსახურებები

2023.09.30 Свадьба Алексей и Мари 0344.jpg

1

მთავარი პუნქტები

ფოტოგრაფი - 2,000 ლარიდან

 

ვიდეოგრაფი+დრონი - 2,000 ლარიდან​​

ტორტი - 1,500 ლარიდან

მაკიაჟი და ვარცხნილობა პატარძლისთვის - 400 ლარიდან

ფეირვერკი, შუშხუნები, კონფეტი, მძიმე ბოლი - 2,000 ლარიდან

ფერადი დღის ფეიერვერკი - 3,000 ლარიდან

2

გართობა / შოუ-პროგრამა / ტექნიკური ნაწილი

წამყვანი - 2,000 ლარიდან


ქავერ ბენდი - 4,000 ლარიდან

ცნობილი არტისტები - 8,000 ლარიდან

ქართული მრავალხმიანობა - 2,500 ლარიდან

ქართული ცეკვები - 1,500 ლარიდან

კლასიკური მუსიკოსები (საქსაფონი, ვიოლინო, კვარტეტი) - 800 ლარიდან

დიჯეი - 1,000 ლარიდან

პროფესიონალური აპარატურა, განათება - 2,500  ლარიდან

სცენა, ეკრანი, ფერმები - 3,000 ლარიდან

3

ლოკაცია / მენიუ

ლოკაციის იჯარის საფასური - 1,500 ლარიდან

ვახშმის მენიუ 1 პერსონაზე - 150 ლარიდან

ფურშეტის მენიუ 1 პერსონაზე - 50 ლარიდან

*დამოკიდებულია ლოკაციის შემოთავაზებაზე და პირობებზე, შესაძლოა დაემატოს ლოკაციის იჯარია ღირებულება. მენიუს ღირებულება კი დამოკიდებულია კონკრეტული ლოკაციის შემოთავაზებაზე

*მოცემულია ზოგადი ფასები და ზუსტი ბიუჯეტის განსაზღრვა მოხდება კონკრეტული ლოკაციის შერჩევის შემდეგ.

RX2A6543.jpg

დამატებითი მომსახურებები:

  • კაბა პატარძლისთვის / კოსტიუმი სიძისთვის

  • სხვა საჭირო აქსესუარების შერჩევა, პერსონალური სტილისტის მომსახურება

  • მაკიაჟი და ვარცხნილობა სტუმრებისთვის

  • სასტუმროს ნომრის დაჯავშნა წყვილისთვის

  • სასტუმროს დაჯავშნა სტუმრებისთვის

  • ტრანსპორტი წყვილისთვის (რეტრო ავტომობილი, მაღალი კლასის ავტომობილი, სხვა)

  • ტრანსპორტი სტუმრებისთვის (მინი ბასი, ავტობუსი, სხვა)

  • ანიმატორები, საბავშვო ზონა

  • კონსიერჟ სერვისი 

რას ნიშნავს ქორწილის სრული ორგანიზება?

  • ქორწილის ორგანიზება ნიშნავს, რომ აბსოლიტურად ყველა საორგანიზაციო საკითხი გვბარდება ჩვენ და ვზრუნავთ ქორწილის შემადგენელი პუნქტების გამართულობაზე, მომსახურე პერსონალის (ფოტოგრაფი, ვიდეოგრაფი, წამყვანი, დიზაინერი, მუსიკოსები და სხვა) მხრიდან დაპირებული, შეთანხმებული პუნქტების, დაკისრებული მოვალეობების ჯეროვნად შესრულებაზე.​​

  • ჩვენი საორგანიზაციო ჯგუფი ასევე ერთვება ლოკაციის შერჩევის, მენიუს შედგენის პროცესში, კომუნიკაცია გვაქვს რესტორანთან, შეფთან, სერვისთან - მიმდინარე საკითხების დასაზუსტებლად, იმ შემთხვევაში თუ ვთვლით, რომ ჩვენი ჩარევა აუცილებელია.       

  • ჩვენი კომპანიის კომპეტენციაში ასევე შედის სტუმრების სიის შედგენა, მაგიდების განაწილება, დანომრვა, უშუალოდ ქორწილის დღეს სტუმრების დახვედრა, გადანაწილება როგორც ცერემონიის ზონაში, ასევე ვახშმის ზონაში, წინასწარ შედგენილი სიისა და განლაგების სქემის მიხედვით.

  • ჩვენს მომსახურებაში ასევე შედის შემდეგი პუქნტები: საღამოს პროგრამის / სცენარის დასწერა და რაც მთავარია მოცემული პუნქტების კონტროლი, დროის მენეჯმენტი. მუსიკოსებთან,  მოცეკვავეებთან, წამყვანთან კომუნიკაცია პროგრამის მიმდინარეობასთან დაკავშირებით - (მუსიკალური პროგრამა, სადღეგრძელოები, ცეკვა, თამაშები სხვა აქტივობები) დაგეგმვა და განხორციელება, სიზუსტის კონტროლი.   

  • ასევე, ქორწილის დღის გეგმის შედგენა, დღის განმავლობაში მოვლენების ორგანიზება, ფოტოსესიის, ცერემონიის, ჯვრისწერისა და სხვა მნიშვნელოვანი ლოკაციების მიხედვით ლოგისტიკა.​

  • მნიშნველოვანი მოვლენების კონტროლი და მენეჯმენტი, როგორიც არის: პირველი ცეკვა, ტორტის გაჭრა, თაიგულის სროლა. აღნიშნულ მომენტებში დამატებითი სპეცეფექტების არსებობის შემთხვევაში ამ პროცესის კონტროლი, როგორიც არის - ფეიერვეკრის, შუშხუნების, სხვა სპეცეფექტების დროული მობილიზება.    

  • ორგანიზების ჰონორარში შედის დამატებითი კოორდინატორები სხვადასხვა ზონების საკონტროლებლად. მათი რაოდენობა დადგინდება ქორწილის მასშტაბისა და გეგმის მიხედვით, იგულისხმება კოორდინატორი სტუმრების დახვედრის დროს, საღამოს არტისტების კონტროლისთვის, დილით პატარძალთან, ცერემონიის ზონაში, ფოტოსესიის დროს და ა.შ.

  • ჩვენი მუშაობა იწყება შეთანხმების მომენტიდან ქორწილის დღემდე და უშუალოდ ქორწილის დღის დასრულებამდე და აბსოლიტურად ყველანაირი საორგანიზაციო საკითხის მენეჯმენტს მოიცავს​.

რა არის ჩვენი ჰონორარი ქორწილის სრული ორგანიზებისთვის?

33.jpg

როგორ ანგარიშდება ჩვენი ჰონორარი?

ჩვენი ჰონორარი, როგორც ღონისძიების სრული ბიუჯეტი, დამოკიდებულია სტუმრების რაოდენობაზე, თარიღზე/ პერიოდზე, ქალაქზე/რეგიონზე  და რა თქმა უნდა ქორწილის მასშტაბზე. ჩვენი ჰონორარის საბოლოო თანხა განისაზღვრება ჩვენ მიერ ჩატარებული სამუშაოს სირთულიდან და მოცულობიდან გამომდინარე და შეადგენს ქორწილის სრული ბიუჯეტს 20% - ს, რა თქმა უნდა არსებობს ქვედა ზღვარი, რომელიც ასევე განისაზღვრება ზემოთ ჩამოთვლილი დეტალების მიხედვით.

ქორწილის სრულ ბიუჯეტში იგულისხმება:

 

- ლოკაცია, მენიუ

- გაფორმება

- ფოტო-ვიდეო მომსახურება

- ბენდი / დიჯეი

- აპარატურა / განათება

- ფეიერვერკი / პიროტექნიკა

- ტორტი

- მაკიაჟი და ვარცხნილობა

და სხვა ყველა პუნქტი რაც დამენეჯმენტებული იქნება ჩვენი მხრიდან, ჩვენი ქორწილების სრული ბიუჯეტი საშუალოდ მერყეობს 65,000 დან 500,000 ლარამდე.

ქორწილის ორგანიზების / მენეჯმენტის მინიმალური ზღვარი სტუმრების რაოდენობის მიხედვით

50 სტუმრამდე  -  სრული ბიუჯეტის 20% არანაკლებ 5,000 ლარისა

 50-100 სტუმრამდე  -  სრული ბიუჯეტის 20% არანაკლებ 7,000 ლარისა
100-200 სტუმრამდე - სრული ბიუჯეტის 20% არანაკლებ 10,000 ლარისა

200-300 სტუმარი  -  სრული ბიუჯეტის 20% არანაკლებ 15,000 ლარისა
300-600 სტუმარი  (და მეტი) -  სრული ბიუჯეტის 20% არანაკლებ 18,000 ლარისა


*საბოლოო ფასი დამოკიდებულია ქორწილის ბიუჯეტზე, ლოკაციაზე, ქალაქზე, სტუმრების ზუსტ რაოდენობაზე, ქორწილის მასშტაბსა და კონცეფციაზე

როგორ იწყება ჩვენთან თანამშრომლობა და რა ეტაპებს გადის წყვილი

  • პირველ ეტაპზე ხდება თქვენი ქორწილის დეტალების დაზუსტება (ლოკაცია, სტუმრების რაოდენობა, თარიღი) რის შემდეგაც თქვენ შეგიძლიათ გაიგოთ ჩვენი საწყისი ზღვარი.

  • თუ ეს ბიუჯეტი ახლოს იქნება თქვენს წარმოდგენებთან, ამის შემდეგ გეგზავნებათ დეტალური განფასება, სადაც ყველა პუნქტი არის აღწერილი და მითითებულია თითოეული მომსახურების მინიმალური და მაქსიმალური ღირებულება.

  • საწყისი ბიუჯეტის შეთანხმების შემდეგ აუცილებლად ფორმდება ხელშეკრულება, სურვილისამებრ ნებისმიერ ენაზე.

  • ჩვენი დაჯავშნისთვის აუცილებელია პირველ რიგში ჩვენი ჰონორარის 50% გადახდა, იმისთვის, რომ დავჯავშნოთ თქვენი თარიღი და გუნდმა დაიწყოს თქვენს ქორწილზე მუშაობა.

  • მეორე ეტაპი არის სრული ბიუჯეტის 50% ის გადახდა, რაც მოიცავს ყველა ჩამოთვლილი სერვისის ავანსს, როგორიც არის ლოკაცია, ფოტო-ვიდეო მომსახურება, ბენდი, გაფორმება და ა.შ.

  • ლოკაციის ან სხვა მომსახურებების შერჩევა/დაჯავშნა იწყება მხოლოდ მას შემდეგ რაც გაფორმდა ხელშეკრულება და მოხდა ჩვენი ჰონორარის გადახდა.

  • ფორმალური საკითხების გავლის შემდეგ იწყება ჩამოთვლილი სერვისების დაჯავშნა (იგულისხმება ფოტო,ვიდეო, წამყვანი და ა.შ. ყველა პერსონალის არჩევა, განხილვა და მოლაპარაკებების წარმოება)

  • ჩამოთვლილი ძირითადი პერსონალის შერჩევა-დაჯავშნის შემდეგ იწყება ქორწილის სცენარის და მუსიკალური პროგრამის შედგენა, მენიუს საკითხების ორგანიზება და სხვა.

  • პარალელურად მიმდინარეობს თქვენი ქორწილის კონცეფციაზე მუშაობა, ანუკი და მისი კრეატიული გუნდი იწყებს ლოკაციაზე, თქვენს პიროვნულ მახასიათებლებზე და სურვილებზე დაყრდნობით დიზაინის ელემენტების დამუშავებას და ინდივიდუალური კონცეფციის შემუშავებას.

  • მასშტაბური ქორწილის დაგეგმვისთვის საჭირო მინიმალური დრო არის 3 თვე, ყველაზე ოპტიმალური 6-8 თვე ხოლო იდეალური სურათი არის 12 თვე და ზემოთ, დამოკიდებულია ქორწილის მასშტაბზე. 

ჩვენი მომსახურებების დეტალური აღწერა

მოდი დავიწყოთ შენი ოცნების ქორწილის დაგეგმვა

bottom of page