ANUKI
EVENTS & WEDDINGS
მე ანუკი ვარ, Anuki Events & Wedding ის დამფუძნებელი და კრეატიული დირექტორი, მთავარი ორგანიზატორი.
იმ ქორწილების ავტორი, რომლებიც თქვენ ასე ძალიან მოგწონთ.
ჩემი 9 წლიანი გამოცდილება ამ სფეროში მაძლევს საშუალებას, რომ თქვენი ღონისძიება ვაქციო წლის მოვლენად, რადგანაც თუ ვაკეთებ, ვაკეთებ მხოლოდ განსხვავებულს!
ვთვლი, რომ ქორწილი არის განსაკუთრებული დღე წყვილის ცხოვრებაში, ეს არის ახალი ცხოვრების ჯადოსნური დასაწყისი, რომელიც უნდა იქცეს დაუვიწყარ მოგონებად, ეს ყველაფერი კი შედგება იმ დეტალებისგან, რასაც ქორწილის სწორად და პროფესიონალურად ორგანიზება ქვია.
ჩვენ შესახებ
ჩვენთან მოდიან ისეთი წყვილები, რომლებმაც ზუსტად იციან თუ როგორი ქორწილი სურთ, ასევე წყვილები, რომლებიც კვლავ ძიების პროცესში არიან და ჩვენგან ელიან სწორ მიმართულებას, ორივე შემთხვევა ჩვენთვის ძალიან საინტერესოა, რადგანაც ჩვენ გვჯერა, რომ ყველა ქორწილი უნდა შეეფერებოდეს წყვილის სურვილებსა და ახდენდეს მათ ოცნებებს, იყოს ისეთივე უნიკალური, როგორიც მათი სიყვარულის ისტორიაა.
სწორედ ამიტომ გვაქვს ინდივიდუალური მიდგომა, ნებისმიერი მომსახურება და სერვისი რასაც გთავაზობთ არის თქვენზე მორგებული, თქვენი გემოვნებისა და სტილის შესაბამისი.
იდეალური ქორწილის დასაგეგმად მნიშვნელოვანია როგორც გაფორმება, ასევე ლოკაცია, ფოტოგრაფი, ბენდი და სხვა. სრული სურათი უნდა იყოს ერთიანი და შემდგარი, სხვა შემთხვევაში როგორც თქვენ, ასევე ჩვენ ვერ გვექნება სრულყოფილი შედეგის შეგრძნება.
ვთვლი, რომ ყოველთვის მიმართლებს და განსაკუთრებული გემოვნების მქონე წყვილები მხვდებიან, ყველას უნდა, რომ მათი ქორწილი იყოს განსხვავებული და მასზე მთელი ქალაქი ლაპარაკობდეს! ასეც ხდება ხოლმე, ქორწილის საღამოსვე იწყება ჩვენი ნამუშრევრების განხილვა, შემდეგ კი კონცეფციებისა და იდეების გამეორება, რაც ძალიან გვახარებს, რადგანაც ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ბაზარს ვკარნახობთ ტრენდებს.
მეამაყება ყველა ქორწილი, რომელსაც ჩვენ ხელს ვკიდებთ, რადგანაც ჩვენი თავდაჯერებულობის, პროფესიონალიზმის, წლების გამოცდილების ხარჯზე ყველა ღონისძიება არის ჯადოსნური თავგადასავალი, როგორც ჩვენთვის ასევე წყვილისთვის და მათი სტუმრებისთვის.